დამატენიანებელი შამპუნი სულფატის გარეშე ამინომჟავებით
შამპუნი ნაზად ასუფთავებს სკალპს, ატენიანებს და არბილებს დაზიანებულ თმას. პროდუქტი ებრძვის მტვრევადობას და გაყოფილ ბოლოებს, არ იწვევს სიმშრალეს ან აქერცვლას მგრძნობიარე სკალპზეც კი და იდეალურია შეღებილი და გაუფერულებული თმისთვის.pH დონე 5.5.
პროდუქტი ასუფთავებს მინარევებს, ჭარბ ცხიმს, კანის მკვდარ უჯრედებს . ანიჭებს ჯანსაღ ბზინვარებას, ამაგრებს და აღადგენს თმის სტრუქტურას.
არ შეიცავს სულფატებს (SLES/SLS), ატენიანებს დამძიმების გარეშე. გამჭვირვალე გელის ტექსტურა მშვენივრად ქაფდება.
შემადგენლობა
შეიცავს დაპატენტებულ Aquaxyl კომპლექსს, რომელიც შედგება გლუკოზისა და ქსილიტოლისგან, რომელიც უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას, ხელს უშლის სიმშრალეს და მტვრევადობას, ინარჩუნებს ტენიანობას თმაში და ასტიმულირებს საკუთარი ჰიალურონის მჟავას გამომუშავებას.
დამატებითი აქტიური ინგრედიენტები:
- ჰიდროლიზებული პროტეინები გამორიცხავს სიმშრალეს და იცავს გარემოს მავნე ფაქტორებისგან.
- ამინომჟავები ზრდის თმის ელასტიურობას, ხდის თმას ძლიერსა და ელასტიურს. ისინი აღადგენს სიცოცხლისუნარიანობას და ჯანსაღ ბზინვარებას, ახვევენ უხილავ დამცავ ბარიერს.
- ფუკოიდანი არის ყავისფერი წყალმცენარეებიდან გამოყვანილი ჰეტეროპოლისაქარიდი, რომელიც თმას ხდის გლუვს და ბზინვარეს, არ ზრდის მგრძნობელობას გარე გამღიზიანებლების მიმართ, უზრუნველყოფს დამატებით დაცვას პათოგენებისგან და არის ანტიოქსიდანტი. ყავისფერი წყალმცენარეების ექსტრაქტი გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით, ატენიანებს და ხელს უშლის სიმშრალეს.
- კერამიდები ავსებს თმებს სიცოცხლისუნარიანობით და აძლიერებს მათ, აღადგენს დაზიანებულ ადგილებს, მატებს ბზინვარებას.
- არგანის ზეთი შეიცავს 2-ჯერ მეტ ვიტამინ E-ს, ვიდრე ზეითუნის ზეთი და მდიდარია აუცილებელი ცხიმოვანი მჟავებით.ზრდის ელასტიურობას და აღადგენს ტენიანობის ნორმალურ დონეს, ხდის თმას რბილს და აბრეშუმისებრს, ამაგრებს სტრუქტურას და აშორებს სტატიკურობას.
- ბაობაბის ზეთი ღრმად ატენიანებს კანს და აქრობს აქერცვლას. ეფექტურად აღადგენს დაზიანებულ თმას, არბილებს და აუმჯობესებს მის სტრუქტურას.
- ჟოჟობას ზეთი კურნავს მშრალ და დაზიანებულ თმას ,იცავს მათ გარე ფაქტორების უარყოფითი გავლენისგან.
შესაფერისია მშრალი, მტვრევადი და გაყოფილი თმისთვის.
გამოყენების წესი: წაისვით ნოტიო სკალპზე, გაანაწილეთ თითებით და კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
შამპუნი CP-1 Aquaxyl Complex Intense Moisture Shampoo (500ml)
Water, Cocamidopropyl Betaine, Sodium C14-16 Olefin Sulfonate, Disodium Laureth Sulfosuccinate, Sodium Chloride, Lauramide DEA, PPG-3 Caprylyl Ether, Polyquaternium-10, PEG-120 Methyl Glucose Dioleate, Citric Acid, Glycerin, TEA-Cocoyl Glutamate, Butylene Glycol, Octyldodecanol, Hydrolyzed Collagen, Hydrolyzed Keratin, Adansonia Digitata Seed Oil, Argania Spinosa Kernel Oil, Hydrolyzed Wheat Protein, Hydrolyzed Soy Protein, Simmondsia Chinensis (Jojoba) Seed Oil, Silkworm Cocoon Extract, Milk Protein Extract, Hydrolyzed Silk, Hydrolyzed Rice Protein, Hydrolyzed Elastin, Gelatin, Hydrogenated Lecithin, Xylitylglucoside(4PPM), Avena Sativa (Oat) Protein Extract, Anhydroxylitol (2.8PPM), Glycine, Serine, Glutamic Acid, Xylitol(1.2PPM), Ceramide NP, Silk Powder, Keratin Amino Acids, Hydrolyzed Corn Protein, Aspartic Acid, Leucine, Ethyl Hexanediol, Fucoidan, Alanine, Lysine, Glucose(0.4PPM), Arginine, Tyrosine, Phenylalanine, Valine, Threonine, Proline, Isoleucine, Caprylyl Glycol, Histidine, Methionine, Cysteine, Disodium EDTA, 1,2-Hexanediol, Sodium Benzoate, Fragrance.